Loading collection...
კოლექცია Studio შთაგონებულია ცემენტის უხეში, ბუნებრივი ესთეტიკით, თუმცა ამავდროულად გამოირჩევა დახვეწილი ხასიათითა და თავისებური დიზაინით. ის წარმოგვიდგენს ინდუსტრიული სტილის ახლებურ ხედვას, რაც თანამედროვე დიზაინში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტენდენციაა. ეს ინდუსტრიული მიდგომა არა მხოლოდ ძლიერ და გამორჩეულ ხასიათს სძენს ნებისმიერ სივრცეს, არამედ ამდიდრებს ცემენტის კლასიკურ იერსახეს და მას თანამედროვე, დახვეწილ შტრიხებს მატებს. სამი გულდასმით შერჩეული ფერის წყალობით, კოლექცია გვთავაზობს მრავალმხრივ არჩევანს, რომელიც ერგება მრავალფეროვან სტილსა და გემოვნებას. კოლექციის თითოეულ ფერს დიზაინში განსხვავებული ესთეტიკა შეაქვს, რაც იძლევა სრულ ინდევიდუალორბასა და ინტერიერის დიზაინის ნებისმიერ პროექტში სრულყოფილ ინტეგრაციის საშუალებას.

მონაცემთა ფურცელი



